პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ხელმძღვანელი
Неизвестный работодатель На сервисе с: 25.10.26 19:42
პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ხელმძღვანელი
ხელფასი შეთანხმებით.
მოვალეობები:
• კლინიკაში არსებული სამედიცინო პროგრამების - WebMed-ისა და Lisi-ის ადმინისტრირება, განვითარება და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
• პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, ინტეგრაცია და ოპტიმიზაცია კლინიკის საჭიროებების შესაბამისად
• კლინიკის სერვერების, ქსელური ინფრასტრუქტურის, როუტერებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და მონიტორინგი
• ინფორმაციული უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და სარეზერვო სისტემების (Backup & Disaster Recovery) დანერგვა და მართვა
• კომპიუტერული ტექნიკის, სამუშაო სადგურებისა და ქსელური მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
• კლინიკის ვებგვერდის შექმნა, ადმინისტრირება, განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა
• ახალი ციფრული პროდუქტებისა და ონლაინ სერვისების დანერგვა, მათ შორის პაციენტთა პორტალის, ონლაინ დაჯავშნისა და სხვა სისტემების განვითარება
• IT სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კლინიკის ბიზნეს მიზნების შესაბამისად
• პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებთან და გარე IT კომპანიებთან ურთიერთობის მართვა
• ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, სისტემების განახლებისა და ლიცენზიების მართვა
• IT რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
• მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზება და თანამშრომლებისთვის IT ტრენინგების ჩატარება
• ახალი ტექნოლოგიების კვლევა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა კლინიკის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მონათესავე მიმართულებით
• IT ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება
• სერვერების, ქსელური სისტემების, როუტერებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების გამოცდილება
• ვებ-დეველოპმენტის, სისტემური ინტეგრაციისა და კიბერუსაფრთხოების ცოდნა
• პროექტების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
• ორგანიზებული
• დეტალებზე ორიენტირებული
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• კომუნიკაბელური
ჩვენ გთავაზობთ:
• ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით
კონტაქტი:
••••••••
HireSeeker собирает вакансии со всех площадок и присылает только релевантные. Бесплатно.