• მარკეტინგული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
მარკეტინგის მენეჯერი
ხელფასი შეთანხმებით.
მოვალეობები:
• მარკეტინგული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
• მარკეტინგული პროექტების, კამპანიებისა და გუნდის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი
• სხვა დეპარტამენტებთან და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა მარკეტინგული ინიციატივების განხორციელების მიზნით
• კომპანიის ონლაინ გაყიდვების არხების განვითარება და მართვა
• სადაზღვევო პროდუქტების ონლაინ შეძენის, გადახდისა და პოლისების განახლების პროცესების გაუმჯობესება
• ციფრული გაყიდვების ზრდის, კონვერსიის ოპტიმიზაციისა და დამატებითი გაყიდვების (Cross-sell/Upsell) ინიციატივების განხორციელება
• ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ბიზნეს მიმართულების მართვა, მონიტორინგი და განვითარება
• კონტენტის, სადაზღვევო პროდუქტების, შეთავაზებებისა და ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა
• მომხმარებლის გამოცდილების (UX/CX) გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალის ინიციირება, IT დეპარტამენტთან კოორდინაცია და ცვლილებების ტესტირება
• CRM სისტემის მარკეტინგული მიმართულების მართვა და განვითარება
• მომხმარებელთა სეგმენტაცია, პერსონალიზებული და ავტომატიზებული Email/SMS/Push კამპანიების მართვა
• მომხმარებელთა შენარჩუნების, ლოიალობის, ხელახალი აქტივაციისა და პოლისების განახლების ინიციატივების განხორციელება
• ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია (Google Ads, Meta Ads და სხვა)
• SEO-ს, სოციალური მედიის, კონტენტ-სტრატეგიისა და ბრენდის ციფრული კომუნიკაციის მართვა
• სადაზღვევო და ფინანსური ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, პროდუქტების პოზიციონირებისა და შეთავაზებების განვითარება
• ციფრული გაყიდვების, მარკეტინგული კამპანიებისა და CRM-ის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი
• ძირითადი KPI-ების (Conversion Rate, CAC, CPL, ROAS, Retention) კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება
• მომხმარებელთა უკუკავშირის, კმაყოფილებისა და ონლაინ რეპუტაციის ანალიზი
• მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანობის კონტროლი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით
• მარკეტინგში მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ციფრული მარკეტინგისა და E-commerce-ის მიმართულებით
• სადაზღვევო, საბანკო, საფინანსო ან FinTech სექტორში მარკეტინგის გამოცდილება
• E-commerce-ის, ციფრული გაყიდვებისა და Performance Marketing-ის საფუძვლიანი ცოდნა
• ვებგვერდის, მობილური აპლიკაციისა და CRM სისტემების მართვის გამოცდილება
• Google Ads, Meta Ads, Google Analytics და SEO ინსტრუმენტების ცოდნა
• სტრატეგიული დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და გუნდის მართვის გამოცდილება
• ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
კონტაქტი:
••••••••
HireSeeker собирает вакансии со всех площадок и присылает только релевантные. Бесплатно.