ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
••••••••₾
მოვალეობები:
• ოპტიკური კაბელების მონტაჟი და გადადუღება/გადერთება საკომუნიკაციო კვანძებში
• ოპტიკური სიგნალის დანიშნულების წერტილამდე მიყვანა
• პასიური მოწყობილობების და კონექტორების დამონტაჟება
• ოპტიკური შეერთებების რეფლექტოგრამის გადაღება და დაარქივება
• დაზიანებული ოპტიკური კაბელის იდენტიფიცირება და დაზიანების აღდგენა
• მაგისტრალური ქსელის მშენებლობა და ოპტიკური კაბელების დამონტაჟება
• საკომუნიკაციო კარადაში აპარატურის ინსტალაცია და ოპტიკური სიგნალების შემოწმება
• ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან
• ინფორმაციის გაცვლა კონტრაქტორ კომპანიებთან საჭიროების მიხედვით
მოთხოვნები:
• სასურველი უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
• კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
• ქართული ენის გამართულად ცოდნა
• რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
• სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა
• ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი
• დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
• მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი
• დროის ეფექტური მართვის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
• გუნდური მუშაობის უნარი
• სასურველია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი
ჩვენ გთავაზობთ:
• ანაზღაურება - •••••••• ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი
• ჯანმრთელობის დაზღვევა
• FitPass (კორპ. პირობებით)
• ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
• კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
• კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას
კონტაქტი:
••••••••
HireSeeker собирает вакансии со всех площадок и присылает только релевантные. Бесплатно.